ეს იდეა უფროა, ვიდრე რეცეპტი. ასეთი ნაყინი ძალიან ადვილად მზადდება, შედარებით დაბალკალორიულია და საკმაოდ გემრიელიც. ხილი დავჭრათ და გავანაწილოთ ფორმებში, დავასხათ იოგურტი, ჩავუდოთ ჯოხები და გავყინოთ. თუ სპეციალური ფორმები არ გვაქვს, შეგვიძლია იოგურტის დაცლილი ქილები გამოვიყენოთ.ხილი შეიძლება შევარჩიოთ ნებისმიერი, სურვილის, სეზონის და შესაძლებლობების მიხედვით.