თუ კეცი არ გაქვთ, გამოიყენეთ სხვა ნებისმიერი ფორმა ღუმელისთვის. თევზი გარეცხეთ და გაამშრალეთ. ნიგოზი, ქინძი, თესლგამოცლილი წიწაკა და ნიორი დანაყეთ ან ბლენდერში გამოატარეთ. დაამატეთ მარილიც. თევზს შიგნით-გარედან კარგად წაუსვით ნიგვზიანი ნარევი. ფორმას ჩააფინეთ ალუბლის ფოთლები, ჩადეთ დაფნა და რამდენიმე მარცვალი სურნელოვანი პილპილი. შემდეგ ზემოდან დაადეთ თევზი. მოაყარეთ დარჩენილი ნიგვზის ნარევი და და შეწვით 180 გრადუსზე 20-30 წუთი.ალუბლის ფოთლები თუ არ გაქვთ, გამოტოვეთ.ორაგულის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ კალმახიFish in spicy walnut sauce