კომბოსტო დავანაწევროთ ყვავილედებად, ამოვსვაროთ ზეითუნის ზეთში და ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე შევწვათ 5-7 წუთი. გადავიტანოთ სასალათეში, მოვაყაროთ ლიმონის წვენში დამარინადებული წითელი ხახვი, დაჭრილი, მსუბუქად მოხალული კედარის კაკალი ან ჩვეულებრივი ნიგოზი, მწარე წითელი წიწაკის ფანტელები, დაჭრილი ზეთისხილი, ოხრახუში. სალათს მოვაყაროთ მარილი გემოვნებით და მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და კარგი ძმარი.