მოცვის უგემრიელესი ლიმონათი პიტნით
მოცვის უგემრიელესი ლიმონათი პიტნით
დრო 15წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 100 გ ან გემოვნებით
  • წყალი - 5-6 ჭიქა
  • ლიმონი - 5-6
  • მოცვი - 2 ჭიქა
  • პიტნა - 1 კონა
მომზადების წესები
ლიმონისგან გამოწურეთ წვენი. ბლენდერში ათქვიფეთ მოცვი, პიტნა და ცოტა წყალი. გადაიტანეთ საწურზე  და გადაწურეთ კოვზის დახმარებით.   მიღებული წვენი ჩაასხით გრაფინში, დაამატეთ შაქარი, ლიმონის წვენი და წყალი. კარგად მოურიეთ. თუ საჭიროდ ჩათვლით, კიდევ დაამატეთ წყალი ან შაქარი. მიირთვით ბევრ ყინულთან ერთად
ტეგები:
ლიმონი ლიმონათი პიტნა მოცვი ნანახია: 5360