ჭარხლის ლიმონათი - სასარგებლო და გემრიელი
ჭარხლის ლიმონათი - სასარგებლო და გემრიელი
დრო 15წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 100 გ
  • ჭარხალი - 1 ცალი, პატარა
  • ლიმონი - 3-4 ლიმონი
  • ცივი წყალი - 6 ჭიქა
მომზადების წესები
ლიმონისგან გამოწურეთ წვენი. უმი ჭარხალი დაჭერით და ჩადეთ ბლენდერში, დაამატეთ 1 ჭიქა წყალი. ათქვიფეთ და გადაიტანეთ საწურზე. კოვზის დახმარებით კარგად გამოწურეთ და მიღებულ წვენს დაამატეთ შაქარი. გადაიტანეთ გრაფინში, შეურიეთ წყალი, ლიმონის წვენი და აურიეთ. გასინჯეთ წვენი და თუ საჭიროდ ჩათვლით დაამატეთ რომელიმე ინგრედიენტი. გააციეთ მაცივარში და ყინულთან ერტად მირთვით. ძალიან სასარგებლოა და გემრიელი.
ტეგები:
ლიმონი ლიმონათი ჭარხალი ნანახია: 5261