შეურიეთ ერთმანეთს სახამებელი, შაქარი, 2 ჭიქა ფქვილი, საფუარი. დაასხით თბილ რძეში ჩამდნარი კარაქი და მოზილეთ ცომი. შემდეგ შეაზილეთ კვერცხები და დანარჩენი ფქვილი. დადგით გასაფუებლად დაახლოებით 1 საათი. მოცულობაში უნდა გაორმაგდეს.მოამზადეთ გულში წასასმელი დარიჩინის მასა: შეურიეთ ერთმანეთს სახამებელი, შაქარი და დარიჩინი.გაფუებული ცომი გააბრტყელეთ და ზედაპირზე გადაუსვით დარბილებული კარაქი, შემდეგ კი მოაყარეთ დარიჩინიანი ნარევის 2/3. გადაახვიეთ რულეტივით და დაჭერით 1-1.5 სმ სისქის ნაჭრებად. შემდეგ ეს თითოეული ეს ნაჭერი გააბრტყელეთ და ზემოდან მოაფრქვიეთ დარჩენილი დარიჩინიანი ნარევი. ცომის გაბრტყელებული ნაჭრები ერთმანეთზე დაალაგეთ. შემდეგ კი გადაიტანეთ ცხიმწასმულ კექსის ფორმაში. თავზე გადააფარეთ და 20-30 2უთით ხელახლა ამოფუება აცალეთ. შემდეგ გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლეობით 30-40 წუთი.მინანქრისთვის შაქრის პუდრი გახსენით ცოტაოდენ წყალში (2-4 ს.კ) და მოასხით ზემოდან.