ორიგინალური დარიჩინის პური
ორიგინალური დარიჩინის პური
დრო 150წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 100 გ
გულსართი:
  • ვანილი
  • კვერცხი - 2
  • რძე - 180 გ
  • წყალი - 1/4 ჭიქა
  • კარაქი - 60 გ
  • შაქარი - 50 გ
  • სახამებელი - 2 ს.კ
  • საფუარი - 2 ჩ.კ
  • ფქვილი - 400 -450 გ
  • დარიჩინი - 2 ს.კ
  • დარბილებული კარაქი - 50 გ
მოსართავად
  • შაქრის პუდრი - 100 გ
  • წყალი
მომზადების წესები
შეურიეთ ერთმანეთს სახამებელი, შაქარი, 2 ჭიქა ფქვილი, საფუარი. დაასხით თბილ რძეში ჩამდნარი კარაქი და მოზილეთ ცომი. შემდეგ შეაზილეთ კვერცხები და დანარჩენი ფქვილი. დადგით გასაფუებლად დაახლოებით 1 საათი. მოცულობაში უნდა გაორმაგდეს.

მოამზადეთ გულში წასასმელი დარიჩინის მასა:  შეურიეთ ერთმანეთს სახამებელი, შაქარი და  დარიჩინი.

გაფუებული ცომი გააბრტყელეთ და ზედაპირზე გადაუსვით დარბილებული კარაქი, შემდეგ კი მოაყარეთ დარიჩინიანი ნარევის 2/3. გადაახვიეთ რულეტივით და დაჭერით 1-1.5 სმ სისქის ნაჭრებად. შემდეგ ეს თითოეული ეს ნაჭერი გააბრტყელეთ და ზემოდან მოაფრქვიეთ დარჩენილი დარიჩინიანი ნარევი. ცომის გაბრტყელებული ნაჭრები ერთმანეთზე დაალაგეთ. შემდეგ კი გადაიტანეთ ცხიმწასმულ კექსის ფორმაში.  თავზე გადააფარეთ და 20-30 2უთით ხელახლა ამოფუება აცალეთ. შემდეგ  გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლეობით 30-40 წუთი.

მინანქრისთვის შაქრის პუდრი გახსენით ცოტაოდენ წყალში (2-4 ს.კ) და მოასხით ზემოდან. 


ტეგები:
ფუნთუშა დარიჩინი რძე პური ნანახია: 7019