ყველიანი ღვეზელი ძეხვით
ყველიანი ღვეზელი ძეხვით
დრო 40წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სოსისი - 3-4 ცალი
  • გახეხილი ყველი - 400 გ
  • მზა საფუვრიანი ან ფენოვანი ცომი - 500 გ
  • კვერცხი - გადასასმელად
მომზადების წესები
ცომი გავაბრტყელოთ გრძელი მართკუთხედის ფორმით.  გავანაწილოთ მთელ ზედაპირზეგახეხილი ყველი და დაჭრილი, მოხარშული სოსისი ან ლორი. გადავახვიოთ რულეტივით. მიღებული გრძელი რულეტი სპირალურად დავახვიოთ და გადავიტანოთ ფორმაში. ფორმას წინასწარ ჩავაფინოთ ქაღალდი და წავუსვათ ცხიმი. 

ღვეზელს ზემოდან ათქვეფილი კვერცხი გადავუსვათ და გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე.
ტეგები:
ღვეზელი ყველი სოსისი ნანახია: 27295