თასში ავთქვიფოთ 1 კვერცხი, 1 კოვზი შაქარი, მწიკვი მარილი და 1 ს.კ რძე. დავამატოთ გამდნარი კარაქი და კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. 24 სმ ფორმაში კარგად გავანაწილოთ, ისე რომ გვერდებზეც ამოვიყვანოთ და შევდოთ მაცივარში, მანამდე კი გული მოვამზადოთ.ბლენდერში ან მიქსერით კარგად ავთქვიფოთ ხაჭო, არაჟანი, შაქარი, კვერცხი, ვანილი, სახამებელი.თუ ალუბალი გაყინულია, გავადნოთ და კურკა გამოვაცალოთ. უკურკოდ გაყინულს გადნობა აღარ სჭირდება, პირდაპირ გამოვიყენებთ. ფორმაში ცომზე დავასხათ კრემი და გავანაწილოთ ალუბლები. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 45-55 წუთი.დჭრამდე ნამცხვარი ბოლომდე უნდა გავაციოთ.