ბადრიჯნის სალათა "საზაფხულო"
ბადრიჯნის სალათა "საზაფხულო"
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნიგოზი - გემოვნებით
  • სოიოს სოუსი - 1-2 ს.კ
  • ყველი - 200 გ
  • პამიდორი - 3-4 ცალი
  • ბადრიჯანი - 3
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები

ბოსტნეული და ყველი დავჭრათ საშუალო ზომის ჩხირებად. 
ბადრიჯანი ცოტაოდენ ზეთში, მაღალ ცეცხლზე,  დიდ ტაფაზე დავბრაწოთ. პერიოდულად ამოვურიოთ რომ ყველა მხრიდან დაიბრაწოს. ბოლო ეტაპზე დავამატოთ სოიოს სოუსი. თუ არ გიყვართ, შეგიძლიათ მის ნაცვლად უბრალოდ მარილი დაამატოთ.

გაციებულ ბადრიჯანს შევურიოთ პამიდორი, ყველი, დაჭრილი ნიგოზი, პილპილი. კარგად ამოვურიოთ და მოვაყაროთ სასურველი მწვანილი: მწვანე ხახვი, ქინძი, კამა ან რეჰანი.