დაბალკალორიული ღვეზელი ყაბაყით
დაბალკალორიული ღვეზელი ყაბაყით
დრო 20წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყაბაყი, საშუალო ზომის - 2-3 ცალი
  • კვერცხი - 4
  • ნიორი - 2 კბილი
  • კამა
  • მარილი და პილპილი
  • პამიდორი - 1-2 ცალი
  • გახეხილი ყველი - 100 გ
მომზადების წესები
ყაბაყი გავხეხოთ და გავწუროთ ზედმეტი სითხისგან. კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ რძე, მარილი, პილპილი, დავამატოთ გახეხილი ყაბაყი, დაჭრილი კამა და  დაჭყლეტილი ნიორი.
ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და დავასხათ მთლიანი მასა. შევწვათ ერთი მხრიდან საშუალო ცეცხლზე. შემდეგ ბრტყელი ნიჩბით ფრთხილად გადმოვაბრუნოთ (შეგვიძლია თეფშის დახმარებით, ან სხვა იგივე ზომის ტაფაში გადავაბრუნოთ). ზემოდან დავადოთ პამიდვრის თხელი ნაჭრები, მოვაყაროთ ყველი. 

დავაფაროთ ტაფას თავზე და დავასრულოთ მომზადება საშუალო ცეცხლზე.