კარტოფილი სოკოთი და არაჟნით
კარტოფილი სოკოთი და არაჟნით
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • არაჟანი - 300 გ
  • ნიორი - 2 კბილი
  • სოკო - 400 გ
  • კარტოფილი - 700 გ
  • ოხრახუში
მომზადების წესები
გათლილი, გარეცხილი კარტოფილი თხელ ფირფიტებად დაჭერით, კიდევ გაავლეთ ცივ წყალში და პირსახოცზე შეაშრეთ. შეწვით საშუალო ცეცხლზე, ცოტაოდენ ზეთში, დარბილებამდე. შემდეგ დაამატეთ ნიორი და  არაჟანი.  დაბალ ცეცხლზე განაგრძეთ მზადება რამდენიმე წუთი.

კარტოფილის მომზადების პარალელურად, მეორე ტაფაში შეწვით დაჭრილი სოკო, შემდეგ შეურიეთ მზა კარტოფილს და მოაყარეთ მწვანილი, მარილი და პილპილი