ღუმელი გავახუროთ 175 გრადუსზე.ათქვიფეთ კვერცხი, ზეთი და რძე. ჩავამატოთ გაცრილი ფქვილი, კაკაო, მწიკვი მარილი და სოდა. შემდეგ ჩავამატოთ ყავა. 15-18 სმ ფორმას ჩავაფინოთ ძირზე ქაღალდი. ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ . გამომცხვარი, გაციებული ბისკვიტი გავჭრათ სამ ფენად.მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი: რძე გავაცხელოთ. ჩავამატოთ კარაქი და მივიყვანოთ ადუღებამდე. გადმოვიღოთ, ჩავამატოთ დატეხილი შოკოლადი. კარგად ვურიოთ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. თუ მიღებული მინანქარი ძალიან სქელია, რამდენიმე კოვზი ცხელი ყავა დაამატეთ. მიღებული მინანქარი წავუსვათ ნამცვრის სამივე ფენას, ფენებს შორის ასევე მოვასხათ კარამელი და მოვაყაროთ ნიგოზი.მართალია, ეს ტორტი ძალიან გემრიელია, მაგრამ მისი მირთმევისას აუცილებლად იფიქრეთ კალორიებზეც :)იხილეთ კარამელის სოუსის რეცეპტი