სახლში მომზადებული შოკოლადის ნაყინი
სახლში მომზადებული შოკოლადის ნაყინი
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნაღები 35 % - 400 გ
  • შაქარი - 3-4 ს.კ
  • რძე - 125 მლ
  • შავი შოკოლადი - 100 გ
მომზადების წესები
რძე გავაცხელოთ, შევურიოთ შაქარი და დატეხილი შოკოლადი. კარგად ავურიოთ რომ ორივე მათგანი გადნეს და ერთგავროვანი მასა მივიღოთ. შემდეგ გავაციოთ.
ნაღები ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე და შევურიოთ გამდნარი შოკოლადის მასა. გადავიტანოთ კონტეინერში და შევდოთ საყინულეში. საბოლოო გაყინვამდე 1-2 ჯერ კიდევ ავურიოთ, რომ არ დაკრისტალდეს.
ტეგები:
ნაღები შოკოლადი ნაყინი ნანახია: 24029