ვაშლის ნამცხვარი ფრანგულად
ვაშლის ნამცხვარი ფრანგულად
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 70 გ
შტრეიზელი
  • ვაშლი - 2-3
  • მარილი - მწიკვი
  • რძე - 8 ს.კ
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • კვერცხი - 1
  • შაქარი - 100 გ
  • ფქვილი - 140 გ
  • კარაქი - 60 გ
  • შაქარი - 70 გ
  • გამდნარი კარაქი - 40 გ
  • დარიჩინი
მომზადების წესები
შტრეიზელის, ანუ ზემოდან მოსაყრელი ფხვიერი ფენის მოსამზადებლად, შევურიოთ ერთმანეთს ფქვილი და დარიჩინი, დავამატოთ შაქარი, შემდეგ კი კარაქთან ავსრისოთ ხელით. 

ცომისთვის ცალკე ავთქვიფოთ შაქარი და კარაქი, შევურიოთ კვერცხი. დავამატოთ ფქვილი, სოდა და მარილი. ბოლოს შევათქვიფოთ რძე და ცომი გადავიტანოთ წინასწარ მომზადებულ საშუალო ზომის ფორმაში (18-20 სმ)

ვაშლი გათალეთ და თხლად დაჭერით, დაალაგეთ ნამცხვრის ზედაპირზე. ზემოდან მოაყარეთ ფხვიერი მასა - შტრეიზელი და გამოაცხეთ 35-45 წუთი, 180 გრადუსზე




ტეგები:
ნამცხვარი ვაშლი დარიჩინი ნანახია: 31909