შესქელებული რძე და კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ სოდა, ფქვილი და ავურიოთ. 18-22 სმ ფორმას ძირში დავაფინოთ ქაღალდი და ჩავასხათ ცომი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.შავ ქლიავს დავასხათ მდუღარე წყალი 5 წუთით, შემდეგ დავჭრათ პატარა ნაჭრებად. შაქარი, არაჯანი და ვანილი ავთქვიფოთ, ისე რომ შაქარი გადნეს. გამომცხვარი, გაციებული ბისკვიტი 3-4 ფენად გაჭერით და წაუსვით კრემი, დაალაგეთ ქლიავის ნაჭრებიც. ასე ავაწყოთ ყველა ფენა, ზემოდან კი ჩირთან ერთად ნიგოზიც მოვაყაროთ. შევდოთ მაცივარში რამდენიმე საათით.