კენკრის პარფე - უმსუბუქესი დესერტი
კენკრის პარფე - უმსუბუქესი დესერტი
დრო 15წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მოცვი - 200 გ
  • 1 ლიმონის წვენი და ცედრა
  • შაქრის პუდრი - 2 ს.კ
  • არაჟანი - 5 ს.კ
  • ნაღები 35 % - 500 გ
  • ჟოლო - 200 გ
მომზადების წესები
ნაღებს დაამატეთ შაქრის პუდრი და ათქვიფეთ გასქელებამდე. შემდეგ დაამატეთ ლიმონის ცედრა და წვენი, შეურიეთ არაჟანი ან გაწურული მაწონი. ფრთხილად გადაურიეთ.

ცოტაოდენი ხილი შეინახეთ მოსართავად, დანარჩენი ბლენდერში ნათქვიფეთ ან ხელის საჭყლეტით დაჭყლიტეთ. ინდივიდუალურ ფორმებში რიგ-რიგობით გადაიტანეთ კრემი და ხილი, ზემოდან კი შენახული ხილით მორთეთ.

შედგით მაცივარში 1 საათით.

გემრიელად მიირთვით