მაკარონის გემრიელი სალათა
მაკარონის გემრიელი სალათა
დრო 20წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ზეთისხილი - 6-8 ცალი
  • რეჰანი ან შაშკვლავი
  • ოხრახუში
  • სულგუნი ან სხვა რბილი ყველი - 200 გ
  • პამიდორი - 3-4 ცალი
  • მაკარონი - 300 გ
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მაკარონი მოხარშეთ მარილიან წყალში, ეტიკეტის თანახმად. შემდეგ გადაწურეთ.
წვრილად დაჭერით მწვანილი და ნიორი. ყველი და პამიდორი თანაბარი ზომის კუბებად დაჭერით. 
მოხარშულ მაკარონს დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, ასევე დაჭრილი ზეთისხილი, მოაყარეთ მარილი (თუ საჭიროდ ჩათვლით), პილპილი, მოახით ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ.
სასურველია, მივირთვათ ოთახის ტემპერატურის.