ყავის ტორტი ნიგვზით
ყავის ტორტი ნიგვზით
დრო 120წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხსნადი ყავა - 8 ს.კ
  • სოდა - 2/3 ჩ.კ
  • შაქრის პუდრი - 150 გ
  • ფქვილი - 150 გ
  • კვერცხი - 3
  • შაქარი - 150 გ
  • დარბილებული კარაქი - 450 გ
  • ნიგოზი - 150 გ
მომზადების წესები
ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ნიგოზი დაფქვით, ყავა გახსენით 4 ს.კ ცხელ წყალში.

200 გ დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად და დავამატოთ კონიაკი,  ნიგვზისა და ყავის ნახევარი. მიღებული კრემი შევდოთ მაცივარში.

ცომისთვის ათქვიფეთ 250 გ კარაქი და შაქარი. შეათქვიფეთ კვერცხები. დაამატეთ ფქვილი, სოდა, დარჩენილი ყავა და ნიგვზის ნაწილი.

მიღებული ცომი ჩაასხით ქაღალდჩაფენილ 18-22 სმ ფორმაში  და გამოაცხეთ. გაციების შემდეგ გაჭერით ორ ნაწილად. წაუსვით კრემი და მოაყარეთ შემორჩენილი ნიგოზი ან მორთეთ სურვილისამებრ.
ტეგები:
ტორტი ნიგოზი ყავა ნანახია: 35783