ღუმელში შემწვარი კარტოფილის კროკეტები
ღუმელში შემწვარი კარტოფილის კროკეტები
დრო 30წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 1
  • მარილი და პილპილი
  • ყველი - 100 გ
  • კარტოფილის პიურე - 250 გ
  • ფქვილი
  • საფანელი
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. პიურეს შეურიეთ ყველი,მარილი და პილპილი.  გააკეთეთ პატარა ბურთულები. ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ  ათქვეფილ კვერცხში და ბოლოს საფანელში. დაალაგეთ კროკეტები ცხიმწასმულ ან ქაღალდჩაფენილ ფორმაში და შედგით ღუმელში 15-20  წუთი.

*კროკეტებს შეიძლება დაემატოს სხვადასხვა ბოსტნეული, თუნდა წინა სადილიდან მორჩენილი: სტაფილო, ბარდა, წიწაკა, სოკო, ასევე ლორი და ა.შ.
ტეგები:
კარტოფილი ყველი ნანახია: 37866