ლავაშის ღვეზელი ხორცით
ლავაშის ღვეზელი ხორცით
დრო 40წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ლავაში - 2 ცალი
  • საქონლის ფარში - 500 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • მარილი და პილპილი
  • ქინძი ან ოხრახუში
  • არაჟანი - 200 გ
  • კვერცხი - 2
  • კეტჩუპი - 2 ს.კ
მომზადების წესები
ფარშს დაამატეთ წვრილად დაჭრილი  ხახვი, მწვანილი, მარილი და პილპილი. გაშალეთ ლავაშები და გაანაწილეთ მათზე ფარში. გადაახვიეთ რულეტივით. 

საშუალო ზომის ფორმას (18-22 სმ)  წაუსვით ცხიმი და სპირალურად დახვეული რულეტები ჩაალაგეთ.

ათქვიფეთ არაჟანი (ან რძე) და კვერცხი, დაამატეთ კეტჩუპი, მარილი და პილპილი. მოასხით ეს სოუსი ლავაშებს და გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი.
ტეგები:
ფარში ხორცი არაჟანი ლავაში ნანახია: 13079