მოცხარი და პიტნის ფოთლები ერთად მოვათავსოთ. დავჭყლიტოთ ან დავაბლენდეროთ. დავამატოთ ლიმონის წვენი, შაქარი გემოვნებით, გაზიანი ან ჩვეულებრივი წყალი. კარგი იქნება, თუ 30 წუთით მაცივარში გავაჩერებთ, თუ არა და მაშინვე გავფილტროთ, შევავსოთ ყინულებით და მივირთვათ.