შოკოლადის ნამცხვარი "ქინდერ დელისის" სტილში
შოკოლადის ნამცხვარი "ქინდერ დელისის" სტილში
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შესქელებული რძე - 30 გ
კრემი:
  • შაქარი - 60 გ
  • კაკაო - 20 გ
  • კვერცხი - 2
  • ფქვილი - 20 გ
  • მასკარპონე - 80 გ
  • შოკოლადი - 80 გ
მომზადების წესები
ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. 
კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაამატეთ შაქარი და მოამზადეთ კარგი ბეზე. ცალკე კარგად ათქვიფეთ გულები და შემდეგ ბეზეს შეურიეთ. უნდა მიიღოთ ფუმფულა მასა, როემლიც მოცულობაში 2-3-ჯერ მეტია ტავდაპირველ ოდენობაზე. ფრთხილად შეურიეთ ფქვილი და კაკაო.
საცხობ ფორმას (25x35 სმ) დააფინეთ ქაღალდი და დაასხით ცომი. კარგად მოასწორეთ და გამოაცხეთ დაახლოებით 10-12 წუთი. მზა ბისკვიტი გამოიღეთ, მოაცილეთ ქაღალდი და გააგრილეთ.
ამასობაში მოამზადეთ კრემი:მასკარპონე ან სხვა რომელიმე კრემ-ყველი ათქვიფეთ შესქელებულ რძესთან ერთად. 
ბისკვიტი გაჭერით ორ ნაწილად, ერთს წაუსვით კრემი, დაადეთ მეორე ფენა, შედგით მაცივარში. ამასობაში კი გაადნეთ შოკოლადი ორთქლზე. დაჭერით ნამცხვარი თანაბარ ნაჭრებად და წაუსვით გამდნარი შოკოლადი ზემოდან და გვერდებზე. ან ჯერ შოკოლადი წაუსვით, მაცივარში გააციეთ და შემდეგ დაჭერით.
კრემში შეგიძლიათ დაამატოთ 2 კოვზი ქოქოსის ფანტელიც.