ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. 20-22 სმ ფორმას ძირში ჩააფინეთ ქაღალდი. ცხიმს ნუ წაუსვამთ.კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. გულებს დაამატეთ შაქრის ნახევარი და გათეთრებამდე ათქვიფეთ.დარჩენილი შაქრით და ცილით მოამზადეთ ბეზე. შეურიეთ ათქვეფილი გული, დაამატეთ ფქვილი და დაფქული ნიგოზი. ცომი გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხეთ დაახლოებით 30 წუთი.სანამ ბისკვიტი ცხვება, მოამზადეთ მოხარშული კრემი. გულებს შეურიეთ ფქვილი და შაქარი. კარგად ათქვიფეთ, მაგრამ მიქსერის გარეშე.დაასხით კარგად გაცხელებული რძე და თან ურიეთ, რომ კოშტები არ დარჩეს. დაამატეთ ვანილი და შემოდგით ცეცხლზე. თუ ცეცხლი მაღალია, ენერგიულად და სწრაფად ურიეთ. კრემი ძალიან მალე გასქელდება. კრემი გააციეთ და შედგით მაცივარში.ათქვიფეთ ნაღები და შეურიეთ ცივი მოხარშული კრემი. გაციებული ბისკვიტი გაჭერით ორად. პირველ ფენას წაუსვით კრემის ნახევარი, დაადეთ მეორე ფენა და გადაუსვით დარჩენილი კრემი. ზემოდან მორთეთ ხილით