"მოკკა" - ყავის პანა კოტა შოკოლადის სოუსით
"მოკკა" - ყავის პანა კოტა შოკოლადის სოუსით
დრო 0წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ჟელატინი - 1 ს.კ
  • ნაღები - 500 გ
  • მაგარი ყავა - 150 მლ +60 მლ შოკოლადის სოუსისთვის
  • შაქარი - 100 გ
  • ვანილი
  • შოკოლადი - 100 გ
მომზადების წესები

თავდაპირველად მოამზადეთ ყავა. ჟელატინი დაალბეთ წყალში. ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ შაქარი და ვანილი. გადმოიღეთ ცეცხლიდან და დაამატეთ გადაწურული ჟელატინი, კარგად გახსენით, შემდეგ დაამატეთ ყავა. მიღებული ნარევი გაატარეთ საწურში და გაანაწილეთ ფორმებში. შედგით მაცივარში რამოდენიმე საათით, გამაგრებამდე.
შოკოლადი გაადნეთ, დაამატეთ ყავა, კარგად შეურიეთ, რომ მიიღოთ ბლანტი მასა, მაგრამ არა ძალიან თხელი.
მზა პანა კოტა ამოიღეთ ფორმებიდან. ადვილად რომ ამოვიდეს, რამდენიმე წამით ფორმის ძირი ცხელ წყალში ჩადეთ. ზემოდან მოასხით შოკოლადის სოუსი და გემრიელად მიირთვით.

ტეგები:
ნაღები შოკოლადი ყავა პანა კოტა ნანახია: 46172