შოკოლადისა და თაფლის ტორტი
შოკოლადისა და თაფლის ტორტი
დრო 90წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

მინანქარი
  • ნიგოზი - 200 გ
  • კარაქი - 100 გ
  • ფქვილი - 2 ს.კ
  • კაკაო - 2 ს.კ
  • ვანილი
  • შაქარი - 2/3 ჭიქა
  • კვერცხი - 2
  • რძე - 2 ჭიქა
კრემი:
  • ფქვილი - 2.5 ჭიქა
  • კარაქი - 60 გ
  • კაკაო - 3 ს.კ
  • სოდა - 1ჩ.კ, სავსე
  • თაფლი - 3 ს.კ
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • კვერცხი - 3
  • რძე - 2 ს.კ
  • კაკაო - 2 ს.კ
  • შაქარი - 3 ს.კ
  • კარაქი - 30 გ
  • არაჟანი - 1 ს.კ
მომზადების წესები

თავდაპირველად მოვამზადოთ მოხარშლი კრემი. რძეში გავხსნათ შაქარი, ფქვილი, ვანილი და კვერცხი. მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, ხშირი მორევით, ისე რომ კრემს დუღილის საშუალება არ მივცეთ.
შემდეგ ცეცხლიდან გადმოვიღოთ და შევურიოთ კაკაო. ვაცალოთ გაციება.

ცომისთვის ერთმანეთში შევურიოთ შაქარი, თაფლი, კვერცხი, სოდა და კარაქი. დავდგათ ორთლის აბაზანაზე. ყველაფერი უნდა გადნეს და ერთგვაროვანი მასა გახდეს. გადმოვდგათ ორთლიდან და შევურიოთ კაკაო. ცოტა გავაგრილოთ და შევურიოთ ფქვილიც. მიღებული რბილი ცომი 8 ნაწილად გავყოთ.

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. ტაფას დავაფინოთ ქაღალდი. ცომის თითოეული ნაწილი თხლად გავაბრტყელოთ დაახლოებით 20 სმ დიამეტრის ფირფიტებად. გვერდები ლამაზად შემოვუსწოროთ. ჩამოჭრილი ნარჩენები კვლავ გავაბრტყელოთ და ისიც გამოვაცხოთ . შემდეგ დავფხვნათ ნამცხვარზე მოსაყრელად.
ფირფიტები გამოვაცხოთ 3-5 წუთის განმავლობაში - სწრაფად ცხვება.

გაციებულ მოხარშულ კრემს შევათქვიფოთ კარაქი. ნიგოზი დავჭრათ. ფირფიტებს წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ნიგოზი. ზედა ბოლო ფენას კრემი არ უნდა წავუსვათ, მხოლოდ გვერდებს.

ქვაბში შეურიეთ მინანქრის ყველა ინგრედიენტი. წამოადუღეთ და ხარშეთ 2 წუთი დაბალ ცეცხლზე. ცხელი მინანქარი დაასხით ტორტის ცენტრში და გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე. ტორტს გვერდებზე მოაყარეთ ფირფიტის ნაფხვენები.