შოკოლადის ნამცხვარი მარტივად, გამოცხობის გარეშე.
შოკოლადის ნამცხვარი მარტივად, გამოცხობის გარეშე.
დრო 30წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 6 ს.კ
  • წყალი - 1 ჭიქა
  • დარბილებული კარაქი - 250 გ
  • კაკაო - 5 ს.კ
  • რძის ფხვნილი - 500 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 500 გ
მომზადების წესები
შევურიოთ კაკაო და რძის ფხვნილი, ავთქვიფოთ კარაქი, ნელ-ნელა შევათქვიფოთ კაკაოანი ნარევი. 
წყალი და შაქარი წამოვადუღოთ და გავაციოთ. მიღებული სიროპი შევათქვიფოთ  კარაქიან მასას. 
ფორმაში ჩავაფინოთ ცელოფანი, ჩავასხათ ცოტაოდენი კრემი. შემდეგ დავადოთ ფხვიერი ნამცხვრის ფენა. ამგვარად ფენა-ფენა გავანაწილოთ კრემი და ნამცხვარი. შევდოთ მაცივარში გასაციებლად.

შემდეგ გადმოვიტანოთ თეფშზე და მოვაცილოთ ცელოფანი.

Читайте подробнее на Lady.ruhttp://www.lady.ru/vkusno/%D0%94%D0%B5%D1%81%D0%B5%D1%80%D1%82%D1%8B/%D0%91%D1%8B%D1%81%D1%82%D1%80%D1%8B%D0%B9-%D1%88%D0%BE%D0%BA%D0%BE%D0%BB%D0%B0%D0%B4%D0%BD%D1%8B%D0%B9-%D1%82%D0%BE%D1%80%D1%82-%D0%B1%D0%B5%D0%B7-%D0%B2%D1%8B%D0%BF%D0%B5%D1%87%D0%BA%D0%B8

ტეგები:
კაკაო რძე შოკოლადი ნანახია: 17674