დანიური ფუნთუშა ჟოლოთი
დანიური ფუნთუშა ჟოლოთი
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წყალი - 1-2 ს.კ
  • სახამებელი - 1 ჩ.კ
  • მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
  • ლიმონის ცედრა - 1 ჩ.კ
  • შაქარი - 75 გ
  • ჟოლო - 350 გ
  • კვერცხი - გადასასმელად
მომზადების წესები
ჟოლოს დავამატოთ შაქარი, ლიმონის ცედრა და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. წყალში გავხსნათ სახამებელი და ჩავამატოთ ჟოლოს. . მასა რომ შექელდება გადმოვიღოთ ცეცხლიდან.

ცომი გავაბრტყელოთ 5 მმ სისქეზე და მივცეთ მართკუთხა ფორმა. თვალის ზომით გავყოთ სამ თანაბარ ნაწილად და ცენტრალურ ნაწილზე მოვათავსოთ ჟოლოს გულსართი. გვერდები ჩავჭრათ 2 სმ სისქის ლენტებად და ზემოდან, ცენტრისკენ გადმოვაწნათ  ერთმანეთს.თავი და  ბოლო შევუკეცოთ შიგნით. ზემოდან გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი.
გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე, დაახლოებით 20-25 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს
ტეგები:
ფენოვანი ცომი ჟოლო ნანახია: 6690