ბატკნის ხორცი ბოსტნეულით, ბერძნულად
დრო 90წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მიხაკი - 3 ბუტკო
  • მარილი და პილპილი
  • ოხრახუში
  • დაფნის ფოთოლი - 2
  • ბულიონი ან წყალი - 500 მლ
  • თეთრი ღვინო - 250 გ
  • სტაფილო - 2
  • ხახვი - 3-4 ცალი
  • პამიდორი ჩერი - 600 გ
  • ბატკნის ხორცი - 1 კგ
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ
  • ზეთი შესაწვავად - 3 ს.კ
მომზადების წესები
ხორცი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად. დავასხათ ძმარი, ზეთი, დავამატოთ მარილი და პილპილი. დავდგათ მაცივარში 1 საათით.
ხახვი დავჭრათ მსხვილად, სტაფილო რგოლებად.

ღრმა ტაფაში ან ქვაბში შევბრაწოთ ხორცის ნაჭრები. ჩავამატოთ ხახვი და სტაფილო, გავაგრძელოთ შუშვა. შემდეგ ჩავასხათ ღვინო და ბულიონი. დავამატოთ დაფნა, მიხაკი, დავახუროთ თავზე და ვშუშოთ დაახლოებით 1 საათი, ხორცის დარბილებამდე. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი პომიდორი და კიდევ 10-15 წუთი ვადუღოთ.
ბოლოს დავამატოთ მარილი, პილპილი, მწვანილი