წითელი მოცხარის ჟელე
წითელი მოცხარის ჟელე
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვიტინი ან ჯელფიქსი - 1 პაკეტი
  • შაქარი - 800 გ - 1 კგ
  • წითელი მოცხარი - 1 კგ
მომზადების წესები
გარჩეული, წყლისგან დაწურული მოცხარი დავაბლენდეროთ ან დავჭყლიტოთ. დავამატოთ შაქარი და ავურიოთ. მივიყვანოთ ადუღებამდე, პერიოდულად ვურიოთ, რომ არ მიიწვას. ჩავამატოთ კვიტინი ან ჯელფიქსი, კარგად ავურიოთ და და ხელახლა წამოვადუღოთ. 5 წუთიანი დუღილის შემდეგ ჟელე გადავიტანოთ მინის სუფთა ქილებში და ცხელსვე დავახუროთ სახურავი.

გაციების შემდეგ ჟელეს კონსისტენცია უფრო შესამჩნევი გახდება. შეინახეთ გრილ ადგილას, მაგრამ მაცივარი აუცილებელი არ არის. გახსნილი ჟელე კი მაცივარში უნდა შეინახოთ.

*კვიტინი ან ჟელფიქსი  სპეციალური დანამატებია მურაბებისთვის და ჯემებისთვის.შეიცავს პექტინს და ლიმონმჟავას, პროდუქტს  აძლევს ჟელეს კონსისტენციას.
ტეგები:
ჟელე ნანახია: 9301