ჟოლოს ნამცხვარი მოხარშული კრემით
ჟოლოს ნამცხვარი მოხარშული კრემით
დრო 60წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხის გული - 2
  • რძე - 300 გ
კრემი:
  • ვანილი
  • შაქარი - 60 გ
  • კვერცხი - 1
  • ფქვილი - 250 გ
  • დარბილებული კარაქი - 110 გ
  • შაქარი - 40 გ
  • ფქვილი - 2 ს.კ
  • ჟოლო - 300
მომზადების წესები

დარბილებული კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ კვერცხები, ვანილი, შემდეგ ფქვილი. მიღებული ცომი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ გვერდებიან ფორმაში (24-26 სმ). გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. ამოვიღოთ ფორმიდან და გავაციოთ.

რძე გავაცხელოთ, კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ ფქვილი და წვრილ ზოლად ჩავუშვათ ამ მასაში რძე, კარგად გავხსნათ და დავაბრუნოთ ცეცხლზე. ხშირი მორევით მოვხარშოთ კრემი. შესქელების შემდეგ გადმოვიღოთ და გავაციოთ.

ამოვავსოთ ტარტი მოხარშული კრემით, მოვრთოთ ჟოლოთი და ცოტა ხნით მაცივარში გავაჩეროთ