მწვანილი წვრილად დავჭრათ, ნიორი დავჭყლიტოთ ან წვრილად დავჭრათ. ამ მასას დავამატოთ სუნელები და ტომატ-პასტა. შემდეგ დავიწყოთ წყლის ნელ-ნელა დამატება. უნდა მივიღოთ სქელი სოუსი. ბოლოს დავამატოთ მარილი და ძმარი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და მსხვილ ბადეან საწურში გავატაროთ. დავდგათ მაცივარში 1-2 საათით. შემდეგ გავსინჯოთ. საქმე იმაშია, რომ გარკვეული დროის შემდეგ საწებელი უფრო მეტ სიცხცარეს და არომატს ავლენს, ამიტომ შესაძლოა გემოს კორექტირება დაგვჭირდეს.გადავიტანოთ საწებელი ქილაში და შევდგათ მაცივარში. თუ გვსურს, რომ საწებელი კიდევ უფრო მდიდარი არომატით გამოირჩეოდეს, დავამატოთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი. შავი პილპილი ცხიმთან შეერთების შემდეგ კიდევ უფრო ავლენს თავის არომატს.იმის მიხედვით, თუ რომელი კერძისთვის ვამზადებთ საწებელს, ის შეგვიძლია გავაკეთოთ უფრო მეტად ან ნაკლებად სქელი, თხელი, ცხარე და ა.შ.