ლიმონი გამოვწუროთ. ბლენდერში დავაქუცმაცოთ მწვანილი და ნიორი, დავამატოთ ზეთი, მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი და სულ ცოტა შაქარი. კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ შევურიოთ არაჟანი და მიღებული სოუსი მაცივარში ჩავაციოთ.შეიძლება დაემატოს დაქუცმაცებული კიტრის მწნილი ან მოშუშული სოკო, მაგრამ ამ შემთხვევაში ნიორი ზედმეტი იქნება. უხდება ღუმელში ან გრილზე შემწვარ ხორცეულს, თევზს, ბოსტნეულს.