საქონლის ღვიძლი ბროწეულის უგემრიელეს სოუსში
საქონლის ღვიძლი ბროწეულის უგემრიელეს სოუსში
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • დაფქული ქინძი - 1 ჩ.კ
  • ბროწეულის წვენი - 250 გ
  • წყალი - 50 გ
  • სახამებელი - 1 ჩ.კ
  • კარაქი - 40 გ
  • საქონლის ღვიძლი - 600 გ
  • მარილი და პილპილი
  • რძე - 1 ჭიქა
მომზადების წესები
ღვიძლი დავალბოთ რძეში რამდენიმე საათი. შემდეგ გავრეცხოთ, გავამშრალოთ და შევწვათ ტაფაზე, კარაქში, ორივე მხრიდან.

სახამებელი გავხსნათ ცოტაოდენ წყალში და შევურიოთ ბროწეულის წვენი.  დავამატოთ მარილი, პილპილი და დაფქული ქინძი.

დავასხათ იმ ტაფაზე, რომელზეც ღვიძლი შევწვით და წამოვადუღოთ. თან კარგად ავურიოთ რომ ღვიძლის ცხიმი კარგად შეერიოს.
ღვიძლი გადავიტანოთ თეფშზე და მოვასხათ გაწურული სოუსი. მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით და  მწვანილეულით 
ტეგები:
ღვიძლი ბროწეული ნანახია: 9138