ნამცხვარი "ციყვი"
ნამცხვარი "ციყვი"
დრო 90წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

კრემი
  • ფქვილი - 140 გ
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • ქიშმიში - 100 გ, (ხორცსაკეპში გატარებული)
  • შაქარი - 125 გ
  • კვერცხი - 2
  • შესქელებული რძე - 1/2 ქილა
  • ნაღები 35 % - 250 გ
  • დაფქული ნიგოზი
მომზადების წესები
გავაცალკევოთ გული და ცილა. ცილით და შაქრის ნაწილით გავაკეთოთ ბეზე, ცალკე ავთქვიფოთ გულები დარჩენილ შაქართან ერთად. დავამატოთ რძე, სოდა, ფქვილი, ქიშმიში და ფრთხილად შევურიოთ ბეზე.

ფორმას (17ხ25) დავაფინოთ პერგამენტი და ჩავასხათ ცომი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 25 -30 წუთი. გავაციოთ და გავჭრათ ორ ფენად . ან ცალ-ცალკე გამოვაცხოთ ორი ფენა. გვერდები ჩამოვუსწოროთ და დავფხვნათ ზემოდან მოსაყრელად.

ავთქვიფოთ ნაღები, შევურიოთ შესქელებული რძე. ეს კრემი წავუსვათ ორივე ფირფიტას და მოვაყაროთ მოხალული, დაფქული ნიგოზი. ზედა ფენას, ნიგოზთან ერთად ნაფხვენებიც მოვაყაროთ.