ყველის კექსები
ყველის კექსები
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კეფირი - 200 გ
  • ფქვილი - 100 გ
  • კვერცხი - 1
  • ყველი - 160 გ
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
მომზადების წესები
ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე, შეურიეთ ათქვეფილი კვერცხი და კეფირი. შემდეგ ჩაამატეთ ფქვილი და სოდა, სურვილის შემთხვევაში დაჭრილი მწვანე ხახვიც.

ცომი გაანაწილეთ ფორმებში. თუ ფორმა სილიკონის არ არის, წაუსვით ცხიმი. გამოაცხეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი.
ტეგები:
კექსი ყველი კეფირი ნანახია: 12054