ყველიანი ბლინები -უგემრიელესი საუზმე
ყველიანი ბლინები -უგემრიელესი საუზმე
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • გახეხილი ყველი - 150გ
  • მარილი - 1 ჩ.კ
  • შაქარი - 1 ჩ.კ
  • კვერცხი - 2
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • რძე - 1.5 ჭიქა
  • ზეთი - 2 ს.კ
  • კამა
მომზადების წესები
შევურიოთ თბილი რძე, შაქარი, მარილი და კვერცხები ერთთმანეთს. ავთქვიფოთ და დავამატოთ გაცრილი ფქვილი სოდასთან ერთად. შემდეგ დავამატოთ წვრილად გახეხილი ყველი, დაჭრილი მწვანილი და ზეთი. კარგად ავთქვიფოთ და გამოვაცხოთ ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან. 
მზა ბლინებს გადავუსვათ კარაქი. ძალიან გემრიელია თბილ-თბილი. დარჩენილი ბლინების გათბობა კი მიკროტალღურში შეიძლება.


ტეგები:
ბლინი რძე ყველი ნანახია: 54535