მთვრალი მსხლები
მთვრალი მსხლები
დრო 0წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1.5 ჭიქა
  • ფორთოხალი - 1
  • წყალი - 400მლ
  • წითელი ღვინო - 1 ბოთლი
  • მსხალი - 6
  • დარიჩინი - 1 ჯოხი
  • მიხაკი - 5-6 ბუტკო
მომზადების წესები
ფორთოხალი ოთხად გაჭერით, ჩადეთ ქვაბში, დაასხით ღვინო, 2 ჭიქა წყალი, დაამატეთ შაქარი და სანელებლები. დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. 
მსხლები გათალეთ. შეგიძლიათ შუაზე გაჭრათ და გული ამოაცალოთ ან მთლიანი დატოვოთ.  ჩაუშვით სიროპში და ხარშეთ 15-20 წუთი.
შემდეგ გააგრილეთ, გადაიტანეთ თეფშზე, გააფორმეთ და მიიტანეთ სუფრასთან. გასაფორმებლად გამოიყენეთ შოკოლადი, ნუშის ფირფიტები, ნაღებისა და მასკარპონეს კრემი ან რაც გსურთ.


ტეგები:
მსხალი ნანახია: 8638