ვაფლის ჭიქები ნაყინისთვის
ვაფლის ჭიქები ნაყინისთვის
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 3
  • შაქარი - 3/4 ჭიქა
  • გამდნარი კარაქი - 100 გ
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • ფქვილი - 1 და 2/3 ჭიქა
  • ვანილი
მომზადების წესები
დიდ ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, სანამ ჰაეროვან, ფუმფულა მასას არ მიიღებთ. შეურიეთ გამდნარი, გაგრილებული კარაქი, ფქვილი, სოდა და აურიეთ. 
გააცხელეთ ვაფლის საცხობი, წაუსვით ცხიმი. დაასხით 1-2 კოვზი ცომი და გამოაცხეთ 20-45 წამი (დამოკიდებულია თავად საცხობზე). 
გამომცხვარი ვაფლი ფრთხილად ამოიღეთ და ცხელივე გადაახვიეთ სპეციალური ფორმის დახმარებით ან მის გარეშე, თუნდაც მუყაოს ტრაფარეტის დახმარებით.
გაციებული ვაფლი ჰერმეტულ ჭურჭელში შეგიძლიათ შეინახოთ.

ტეგები:
ნაყინი ვაფლი ნანახია: 22148