კენკრის სმუზი "ვიტამინი"
კენკრის სმუზი "ვიტამინი"
დრო 5წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მოცვი - 1 ჭიქა
  • ჟოლო - 1 ჭიქა
  • რძე - 1.5 ჭიქა
  • ლიმონი - 1/2
  • თაფლი - 3 ს.კ
  • ნუში - 30 გ
მომზადების წესები
ხილი წინასწარ გააციეთ მაცივარში. გადაიტანეთ ბლენდერში ნუშთან ერთად, დაამატეთ თაფლი, დააწურეთ ლიმონი. დაასხით რძის ნახევარი და კარგად ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე.  შემდეგ რძის დამატებით მიიყვანეთ სასურველ კონსისტენციამდე, თან კიდევ თქვიფეთ. მიიღებთ გემრიელ, ნოყიერ, სასარგებლო სმუზის.
ტეგები:
ნუში რძე მოცვი ჟოლო ნანახია: 5850