ოსპის წვნიანი კარის ფხვნილით
ოსპის წვნიანი კარის ფხვნილით
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ზეთი - 2 ს.კ
  • ცხარე წიწაკა, წითელი - 1 ცალი
  • პამიდორი - 1 ცალი
  • ქინძი - 1 კონა
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1 ცალი
  • საქონლის ბულიონი - 1 ლ
  • წითელი ოსპი - 1 ჭიქა
  • კარის ფხვნილი - 1 ჩ.კ
  • ხახვი - 2 თავი
  • მარილი
მომზადების წესები
ხახვი, ტკბილი და ცხარე წიწაკა წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ 2 წუთის განმავლობაში.

დავასხათ ბულიონი, დავუმატოთ ოსპი და დავადგათ საშუალო ცეცხლზე.

პამიდორს დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 5 წუთი, შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ და კანი გავაცალოთ. ქინძი წვრილად დავჭრათ.

დაახლოებით 10 წუთის დუღილის შემდეგ, როცა ოსპი მოიხარშება, დავუმატოთ პამიდორი და კარის ფხვნილი, შევანელოთ მარილით.

წვნიანი ვადუღოთ 2-3 წუთი, დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი და ცეცხლიდან გადმოვდგათ.

შეგვიძლია მივირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი.

შეგვიძლია წვინიანი ბლენდერში ავთქვიფოთ - უფრო ერთგვაროვან, სქელ წვნიანს მივიღებთ.

• კარი ინდური სანელებელია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ილი, მიხაკ-დარიჩინი, ჯანჯაფილი, ყვითელი კოჭა (კურკუმა) და სხვა სანელებლები. მისი შეძენა სუპერმარკეტებში შეგვიძლია.

ტეგები:
წვნიანი ოსპი პამიდორი კარი ნანახია: 12636