ღვიძლი კარგად გავრეცხოთ, გავასუფთავოთ, დავჭრათ და მოვხარშოთ. ხარშვისას მოვხადოთ ქაფი, დავამატოთ გასუფთავებული სტაფილო. დაახლოებით 20 წუთში, თუ ღვიძლს სუფთა წვენი გამოსდის ჩანგლის ჩარჭობისას, ე.ი. მოიხარშა და გადავწუროთ.ცხელი ღვიძლი, სტაფილოსთან ერთად ბლენდერში ერთიან მასად ვაქციოთ.ცალკე მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შევურიოთ პაშტეტს, დავამატოთ მარილი და პილპილი. მიღებული მასა გადავიტანოთ პერგამენტის ან ფოლგის ფურცელზე. მივცეთ ოთხკუთხა ფორმა და დანით მოვასწოროთ. ზემოდან გავანაწილოთ დარბილებული კარაქი და ფრთხილად გადავახვიოთ რულეტის ფორმით. ამავე ქაღალდში გახვეული შევდოთ მაცივარში გასაციებლად. სუფრაზე მივიტანოთ დაბრაწულ ტოსტებტან ან კრეკერებთან ერთად.