უგემრიელესი კულიბიაკა
უგემრიელესი კულიბიაკა
დრო 90წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • მოხარშული კვერცხი - 3-4
  • ხახვი - 1 თავი
  • კარაქი - 40 გ
  • ორაგულის ფილე - 800 გ
  • წყალი - 400 მლ
  • ბრინჯი - 200 გ
  • მზა ფენოვანი ცომი - 1 კგ
  • ლიმონის წვენი
  • კვერცხი - გადასასმელად
მომზადების წესები
ქვაბში გაადნეთ კარაქი, მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაამატეთ გარეცხილი ბრინჯი, მოურიეთ. შემდეგ დაასხით წყალი დამოხარშეთ. მოხარშული ბრინჯი გადაიტანეთ ფართო თასში, მოაყარეთ მარილი და პილპილი,  გააციეთ.

ორაგულის ფილეს (კანის და ფხების გარეშე) მოასხით ლიმონის წვენი და გადადეთ გვერდზე სანამ სხვა ინგრედიენტებს ამზადებთ.

ცომი გაყავით ორ ნაწილად და გააბრტყელეთ.  ერთი  ნაწილი გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე, დაადეთ ბრინჯის ნაწილი, შემდეგ თევზის ფილე, მარილი, პილპილი, ზემოდან კვლავ ბრინჯი და მოხარშული კვერცხის ნაჭრები. შეიძლება დაემატოს მოშუშული სოკო ან ისპანახიც.
დააფარეთ ცომის მეორე ფენა, კარგად შეუწებეთ გვერდები, გადაუსვით კვერცხი  და გამოაცხეთ 30-40 წუთი  180 გრადუსზე.