დრო
60წთ
ულუფა
10
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- კაკაო - 2 ს.კ
- ქლიავი - 500 გ
- ნუშის ფირფიტები - 30 გ
- ვანილი
- გამაფხვიერებელი - 2 ჩ.კ
- ფქვილი - 350 გ
- დარბილებული კარაქი - 180 გ
- რძე - 150 მლ
- შაქარი - 150 გ
- კვერცხი - 4
- შაქარი - 2 ს.კ ზემოდან მოსაყრელად
მომზადების წესები
კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ დარბილებული კარაქი და რძე. კვლავ ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ ფქვილი, ვანილი და გამაფხვიერებელი.
ცომი გავყოთ ორად, ერთ ნაწილს დავამატოთ კაკაო და ჩავასხათ ფორმაში. ზემოდან დავასხათ ცომის მეორე ნაწილი.
ზემოდან დავალაგოთ კურკაგამოცლილი ქლიავი. მოვაყაროთ ნუშის ფირფიტები და შაქარი.
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 40 წუთი