"ყველი" გაწურული მაწვნისგან
"ყველი" გაწურული მაწვნისგან
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
"ყველი" ამ შემთხვევაში მხოლოდ პირობითი სახელია.  ამ რეცეპტით მიიღებთ რბილ, კრემოვან მასას, რომელიც შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ პურზე გადასმული, გამოიყენოთ პიცაზე, სხვადახვა სახის ღვეზელებში გულსართად, ბუტერბროდებში, კიტრთან და პომიდორთან და ა.შ.

თუ მზა მასისგან სველი ხელებით პატარა ბურთლებს გააკეთებთ და ზეითუნის ზეთის მარინადში ჩადებთ სუნელებთან და პილპილთან ერთად, საოცრად გემრიელი გამოვა.

ინგრედიენტები

  • მარილი - 1 ჩ.კ
  • მაწონი - 500 გ
მომზადების წესები
ეს რბილი "ყველი"  გემოთი წააგავს კრემ-ყველ ფილადელფიას ან ახალმომზადებულ მოცარელას, მსუბუქი მაწვნის გემოთი.

მის მოსამზადებლად აუცილებელია ცხიმიანი მაწონი, 10% და მეტი ცხიმიანობით (ბერძნული იოგურტი, თურქული ან ქართული სოფლის).  შეურიეთ მას მარილი.

მარლა გადაკეცეთ 4 ფენად და დააფინეთ საწურზე, საწური დადგით რაიმე სხვა ჭურჭელში. გადაიტანეთ მარლაზე მაწონი დადააფარეთ თავზე. შედეთ მაცივარში და აცალეთ დაწრიტვა. ამას დაახლოებით მახევარი დღე დასჭირდება, ან მინიმუმ 3-4 საათი მაინც. ამის შემდეგ, მოამზადეთ ბურთულები ზემოთ აღწერილი მეთოდით, ან პირდაპირ ამგვარად შეინახეთ მაცივარში.
ტეგები:
მაწონი ნანახია: 19978