რძიანი დესერტი ბავშვებისთვის
რძიანი დესერტი ბავშვებისთვის
დრო 0წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • არაჟანი - 60-80 გ
  • შაქარი - 1/4-1/2 ჭიქა(გემოვნებით)
  • კეფირი - 500 გ
  • ჟელატინი - 1 ს.კ
  • ვანილი
მომზადების წესები
ჟელატინი ცოტა წყალში დავალბოთ, გაფუების შემდეგ კი გავათბოთ, რომ გადნეს. მაგრამ არ ავადუღოთ.  გავაგრილოთ, შევურიოთ კეფირს, არაჟანს და შაქარს. ავთქვიფოთ მიქსერით 3-5 წუთი. ჩავასხათ ფორმებში და შევდოთ მაცივარში გამაგრებამდე, დაახლოებით 3-4 საათი.
მზა დესერტი შეგვიძლია მოვრთოთ სურვილის მიხედვით - ხილით, ნიგვზით, შოკოლადით...  შაქრის რაოდენობაც შეგვიძლია გემოვნებას მოვარგოთ.


ტეგები:
არაჟანი ჟელატინი კეფირი ჟელე ნანახია: 18499