მწვანე სმუზიიდეალურია, თუ ბანანს წინა დღით გაყინავთ (კანის გარეშე), მაგრამ შეიძლება მომზადდეს ჩვეულებრივი ბანანითაც. დაჭრილი ბანანი, ისპანახი, ლიმონისა და ვაშლის წვენი მოათავსეთ ბლენდერში და კარგად ათქვიფეთ სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. იისფერი სმუზიმსხალი გაჭერით და ამოუღეთ გული. გადაიტანეთ ბლენდერში მოცვთან და ვასლის წვენთან ერთად. კარგად ათქვიფეთ და სმუზი მზადაა.ნარინჯისფერი სმუზიბლენდერში მოათავსეთ გათლილი, დაჭრილი (გაყინული) ატამი, გასუფთავებული, დაჭრილი სტაფილო, ფორთოხლის წვენი, ლიმონის წვენი და ყველაფერი კარგად ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება.თეთრი სმუზიდაფქული ნუში და დაჭრილი ბანანი გადაიტანეთ ბლენდერში, დაასხით რძე, დაამატეთ თაფლი და ათქვიფეთ.თაფლის დამატება ნებისმიერი სმუზისთვის შეიძლება გემოვნების მიხედვით.