შოკოლადის ნამცხვრები ჯეიმი ოლივერის რეცეპტით
შოკოლადის ნამცხვრები ჯეიმი ოლივერის რეცეპტით
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხის ცილა - 4-5 (ზომის მიხედვით)
  • შაქრის პუდრი - 300-400 გ
  • თხილი - 150 გ
  • ნიგოზი - 150 გ
  • კაკაო - 100 გ
  • ვანილი
  • მარილი - 1/2 ჩ.კ
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე.  ტაფას დააფინეთ ქაღალდი.
ნიგოზი და თხილი  მოხალეთ, გააციეთ და წვრილად დაჭერით. ერთმანეთს შეურიეთ კაკაო, ვანილი, მარილი, შაქრის პუდრა. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა და მოამზადეთ მსუბუქი ბეზე. შეურიეთ მშრალი ინგრედიენტების ნარევს. 
მიღებული ცომი ჩაის კოვზით დაალაგეთ საცხობ ტაფაზე, ერთმანეთისგან 4 სმ დაშორებით. გამოაცხეთ 10-15 წუთის განმავლობაში - გარედან ხრაშუნა უნდა იყოს, შიგნით კი ცოტა ნოტიო. 5 წუთი ტაფაზევე გააგრილეთ, შემდეგ კი გადაიტანეთ გასაციებლად ცხაურზე.
ტეგები:
შოკოლადი ნიგოზი თხილი ბეზე ნანახია: 18619