ბლინები ატმით
ბლინები ატმით
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ლიმონის ცედრა - 2 ჩ.კ
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • ფქვილი - 200 გ
  • რძე - 150 გ
  • შაქარი - 100 გ
  • კვერცხი - 3
  • ვანილი
  • ატამი - 400 გ
მომზადების წესები
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ მუსისმაგვარი კონსისტენციის მიღებამდე. დავამატოთ რძე და კიდევ ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ გაცრილი ფქვილი, სოდა და ვანილი.  ბოლოს დავამატოთ ცედრა.

ატამი გავთალოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. დავამატოთ ცომში და ფრთხილად გადავურიოთ.
გამოვაცხოთ ზეთიან ტაფაზე, ორივე მხრიდან. ტაფაზე დავასხათ თითო კოვზი ცომი, ისე რომ 2-3 ნაჭერი ატამიც შეჰყვეს. ცეცხლი უნდა იყოს საშუალოზე ოდნავ დაბალი.



 

ტეგები:
ბლინი რძე ატამი ნანახია: 22573