განსხვავებული და გემრიელი ბოსტნეულის ღვეზელი
განსხვავებული და გემრიელი ბოსტნეულის ღვეზელი
დრო 90წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყველი - 250 გ
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 2
  • ხახვი - 1 თავი
  • ყაბაყი, საშუალო ზომის - 3
  • ბადრიჯანი - 1
გულსართი
  • მარილი
  • ცივი წყალი - 4-5 ს.კ
  • კარაქი - 100 გ
  • ნიგოზი - 100 გ
  • ფქვილი - 300 გ
  • რძე - 100 გ
  • კვერცხი - 5
  • მარილი და პილპილი
  • მუსკატის კაკალი - 1/2 ჩ.კ
მომზადების წესები
ფქვილს შეურიეთ დაფქული ნიგოზი, მარილი, შემდეგ აურიეთ კარაქთან ერთად. დაამატეთ წყალი და მიღებული ცომი 30 წუთი მაცივარში გააჩერეთ.
წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ კარაქში, შემდეგ დაამატეთ დაჭრილი წიწაკა და განაგრძეთ შუშვა.
ცალკე შეწვით ფირფიტებად დაჭრილი ბადრიჯანი და ყაბაყი.

ცომი გააბრტყელეთ და ჩააფინეთ ფორმაში. ზემოდან დაალაგეთ ბადრიჯანი, ყაბაყი, მოშუშული წიწაკა და მოაყარეთ ყველი. შემდეგ მოასხით სოუსი.
სოუსისთვის ათქვიფეთ რძე და კვერცხი, დაამატეთ მარილი, პილპილი და მუსკატის კაკალი.
გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი




 







 









Читайте подробнее на Lady.ruhttp://www.lady.ru/vkusno/%D0%93%D0%B0%D1%80%D0%BD%D0%B8%D1%80%D1%8B-%D0%B8-%D0%B2%D1%8B%D0%BF%D0%B5%D1%87%D0%BA%D0%B0/%D0%9E%D0%B2%D0%BE%D1%89%D0%BD%D0%BE%D0%B9-%D0%BF%D0%B8%D1%80%D0%BE%D0%B3-%D1%81-%D0%BA%D0%B0%D0%B1%D0%B0%D1%87%D0%BA%D0%B0%D0%BC%D0%B8-%D0%B8-%D0%B1%D0%B0%D0%BA%D0%BB%D0%B0%D0%B6%D0%B0%D0%BD%D0%BE%D0%BC